გერმანიის საელჩო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის.

„მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის
შემდეგი სტატიახავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს