ხატიაშვილი: თბილისის მერობის კანდიდატობაზე მივიღე შემოთავაზება ენმ-თან და “ოცნებასთან” არასოცირებული პარტიებისგან

“თბილისის მერობის კანდიდატობაზე მივიღე შემოთავაზება ენმ-თან და “ოცნებასთან” არასოცირებული პარტიებისგან”, – ამის შესახებ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი Facebook-ში წერს.

“პატივცემულო კოლეგებო!
ძვირფასო ადვოკატებო!
რამდენიმე არასაპარლამეტნო ,ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან არაასოცირებული პოლიტიკური პარტიისგან(თავისუფალი საქართველო-კახა კუკავა,მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის-მამუკა ტუსკაძე,ქართული არჩევანი-ბეჟან გუნავა,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა-გოჩა ჯოჯუა) მივიღე შემოთავაზება, როგორც არაპარტიულმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა თბილისის მერის თანამდებობაზე ვიყარო კენჭი.

რამოდენიმე წელია, მიჭირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება და გადავწყვიტე საკითხი დისკუსიისთვის გამოვიტანო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა კორპუსის აზრი. თქვენ ყველზე კარგად მიცნობთ, კარგად იცნობთ ჩემს რესურსს როგორც პიროვნულს ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ. იცით თუ რა გავაკეთე პროფესიის განვითარებისთვის და რა შემიძლია გავაკეთო მომავალში ქვეყნის განვითარებისთვის. ყველას მოგეხსენებათ, საქართველო შევიდა დიდ პოლიტიკურ ჭაობში, ქვეყანაში გამეფებულია ელიტური კორუფცია, გვაქვს არასამართლიანი, მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა, უმძიმესი სოციალური ფონი, გამეფებულია ნიჰილიზმი და უპერსპექტივობის შეგრძნება, შიმშილი, ნეპოტიზმი, განუკითხაობა, უსამრთლობა, გვაქვს მახინჯი საკანონმდებლო სისტემა და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების რიცხვი კატასტროფულად იზრდება.

არჩევნებზე, ამომომრჩეველმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლებამ არჩევნები მასშტაბურად გააყალბა, ქვეყანაში ფეოდალური მმართველობის რეჟიმი დარჩა. მიუხედავად არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებისა ოპოზიციური სპექტრი შევიდა პარლამენტში, შედეგად ივანიშვილის ფეოდალურმა რეჟიმმა გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია შეძლო.

ვფიქრობ, ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო, ფეოდალური რეჟიმის ცვლილება, კორუფციის მოსპოპა, სამართლიანი სასამართლო, შიმშილის, უპერსპექტიობის, ნეპოტიზმის, უსამართლობის და ა.შ დამარცხება და არა ოპოზიციის და პოზიციის კინკლაობა პარლამენტში, რაც ამაზრზენი საყურებელია.

კვირა არ გავა, არ დამირეკოს რამოდენიმე კოლეგამ და არ მთხოვოს დახმარება. ვცდილობ, არავინ დავტოვო სამართლებრივი თუ მორალური მხარდაჭერის გარეშე. მომაცალშიც ყოველთვის მიქნები თქვენი მხარდამჭერი და დამცველი. თუმცა, რესურსი ფაქტობრივად ამომეწურა.
ჩემი, რვა წლიანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში თქვენ არ გინახავთ დაჩოქილი და უიმედო თქვენი თავმჯდომარე, არ არსეობობდა დაბრკოლოება რომელსაც მე ვერ გადავლახავდი, რათა ადვოკატთა კორპუსი ყოფილიყო ძლიერი და დაცული.

საქართველოს ხელისუფლებას არ მივეცი საშუალება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაენიშნა ისეთი მოსამართლე რომელიც არ იყო ღირსეული. შიმშილობის შედეგად, ევროპული მასშტაბით სტრასბურგში შევქმენი პრეცედენტი, ხელისუფლებას დავუბლოკე სამი მოსამართლეობის კანდიდატი, რითაც შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციასთან შეთანხემეიბს გარეშე ხელსუფლება ვერ მიიღებდა იურიდიულ საკითხზე გადაწყვეტილებას. ხელისუფლებას ვუბლოკავდი ყველა უკანონობას. რვა წლის განმავლობაში შევძელი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავიყვანე განვითარებით, ევროპის მაშტაბით პირველ ადგილზე. თქვენ გახსოვთ, 2017 წლის 23 ნოემბერს ევროპის ყველაზე პრესტიჟულმა პროფესიულმა გაერთიანებამ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭომ (CCBE) დამაჯილდოვა ადამინის უფლებათა ჯილდოთი რომელიც გადმომეცა ერთ მილიონზე მეტი ადვოკატიდან მხოლოდ მე, გავხდი ერთადერთი თავმჯდომარე რომელმაც 55 წლიანი ისტორიის მანძილზე მიიღო ეს ჯილდო.
პატივცემულო ადვოკატებო! გასხოვთ, რა ასოციაცია ჩავივარე და რა დავტოვე. ვფიქრობ, მაქვს რესურსი რაც გავაკეთე ადვოკატთა ასოციაციის განვითარებისთვის, იგივე გავაკეთო თბილისის და ქვეყნის განვითარებისთვის.

ძალიან მჭრიდება თქვენი რჩევა, რადგან ჩვენ ყოველთვის ერთი ორგანიზმი ვიყავით და გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ ერთად”, – წერს ზაზა ხატიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია: ჩემი თანადგომა ომბუდსმენს ფანატიკოსებისა და რუსეთუმეების თავდასხმებისას
შემდეგი სტატიაბაქრაძე: ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არსად წასულა, სიტუაციას მართავს