ბაქრაძე: ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არსად წასულა, სიტუაციას მართავს

„ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, სიტუაციას მართავს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს.

„ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, სიტუაციას მართავს, „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი სიტუაცია და ამ პარტიის მხარდაჭერა მთლიანად ბიძინა ივანიშვილსა და მის პოზიციაზე დგას. საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა შიდა ბრალდებები და ვინ ვისკენ არის გადახრილი, მთავარია ის, რომ ქვეყანაში შექმნილ უზარმაზარ პრობლემებში დამნაშავეა ხელისუფლების ყველა ლიდერი – მოქმედიც, უმოქმედოც, ვითომ წასული და ვითომ მოსულიც. ამიტომ გამოსავალია არა იმაში, რომ ავყვეთ ეპისტოლარულ ჟანრში და ვარჩიოთ, ვინ მეტად დამნაშავეა და ვინ ნაკლებად, არამედ გამოსავალია ხელისუფლების შეცვლაში. ამის შესაძლებლობას იძლევა თვითმმართველობის არჩევნები და შარლ მიშელის ფორმულა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ჯერ უნდა დავამარცხოთ თვითმმართველობის არჩევნებში, შემდეგ მივიდეთ როგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიხატიაშვილი: თბილისის მერობის კანდიდატობაზე მივიღე შემოთავაზება ენმ-თან და “ოცნებასთან” არასოცირებული პარტიებისგან
შემდეგი სტატიაქართველი კარდიოლოგის, სოლომონ ზეიკიძის ევროპული აღიარება