ხატია დეკანოიძე – საქართველოს კინოცენტრში, რომელიც კულტურის გამორჩეული და გასაფრთხილებელი ადგილია, თეა წულუკიანმა პროპაგანდის განმახორციელებელი ადამიანი დანიშნა

თუ ვინმე ებრძვის ჩვენს კულტურას და იდენტობას ეს არის „ქართული ოცნება“ , – განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან კინოცენტრში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„კინოცენტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა „პოსტ ტვ“-ს ერთ-ერთი პროპაგანდისტი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას ეწევა და ცნობილია ის ზიზღის შემცველი ენა, რაც ამ ტელევიზიით ვრცელდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც გამორჩეულია რეპრესიული მეთოდებით, კინოცენტრში ის ადამიანი დანიშნა, რომელიც პროპაგანდის განმახორციელებელია.

banner
წინა სტატიაშიქართული ბიბლიოთეკა ნეაპოლში – ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
შემდეგი სტატიაირანელი, არაბი და რუსი გიდები საქართველოში თავისუფლად ემსახურებიან ტურისტთა ჯგუფებს და მათ საქართველოს ისტორიის შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან – ელისაშვილი