ხატია დეკანოიძე: ომი კი არ გვინდა, ბატონო თავდავის მინისტრო, ჩვენ გვინდა დიდი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის და ასეთი ქვეყნების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ვიყოთ, ნატოს ქოლგის ქვეშ ვიყოთ

ხატია დეკანოიძე: ომი კი არ გვინდა, ბატონო მინისტრო, ჩვენ გვინდა დიდი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის და ასეთი ქვეყნების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ვიყოთ, ნატოს ქოლგის ქვეშ ვიყოთ

„ვისურვებდი, თავდაცვის მინისტრისგან მომესმინა, რას აკეთებთ ნატოსთან მიმართებით, რითი მიდიხართ მადრიდის სამიტზე, არის თუ არა საბოლოოდ დამტკიცებული საქართველოს მიპატიჟება მადრიდის სამიტზე, არის თუ არა კონკრეტულად შესრულებული ეროვნული გეგმა“, – მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს. მისი თქმით, ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოცემულობა: პოლიტიკური, სამხედრო ანუ თავდაცვითი, მენეჯმენტი და საბაზისო.

„პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილში ნატოს მთავარი ფორმულა არის დემოკრატიული რეფორმები, კანონის უზენაესობა, ეს არის არა მხოლოდ ძალაუფლებაში მყოფი სამინისტროები, არამედ სამართლიანობა და ყველაზე მნიშვნელოვანი – სასამართლო დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის პირობებში, თავდაცვის სამინისტროსგან, რომელიც მთავარი ფუნქცია არის პოლიტიკის განსაზღვრა, არ არის წარმოდგენილი ანალიზი, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს შემთხვევაში.

დეპუტატმა უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ თქვენ იცით ალბათ, რომ განაღმვა დასჭირდება უკრაინის ტერიტორიას დაახლოებით 6-დან 7 წლამდე. რატომ არ შეიძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს თავდაცვის სამინისტრო და შესთავაზოს დახმარება? სამწუხაროდ, არავითარი დახმარება ამ კუთხით საქართველოსგან არ ყოფილა. რატომ არ შეიძლება ჩაფხუტების და ჯავშან-ჟილეტების გადაცემა? ომი კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი ვიყოთ. გვინდა, რომ დიდი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის და ასეთი ქვეყნების ქოლგის ქვეშ ვიყოთ და ნატოს ქოლგის ქვეშ ვიყოთ“, – მიმართა ხატია დეკანოიძემ თავდაცვის მინისტრს.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: სანქციებს ადამიანებს არ უწესებენ დემოკრატიის გაძლიერებისთვის, მედიისთვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის
შემდეგი სტატია„ბლუმბერგი“ – ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს