ხატია დეკანოიძე : ივანიშვილს ჰქონდა კვლევის შედეგები და აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი

ივანიშვილს ჰქონდა კვლევის შედეგები და აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს.

დაკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება მოქალაქეებთან დაპირისპირების ფონზე.

„რასაც ვამბობდით ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ივანიშვილმა დადგა ფარსი – ე.წ. მაჟორიტარების აჯანყება, ხომ აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ჰქონდა თავისი კვლევის შედეგები და ფაქტია, რომ 23-პროცენტიანი „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი ჯამურად შეადგენს 41 პროცენტს. ასევე, გადაუწყვეტელი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია და ასეთი ადამიანები ყოველთვის შედიან ოპოზიციური ხმების კალათაში.

ივანიშვილი ცდილობს, გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება მოქალაქეებთან დაპირისპირების ფონზე. გულწრფელად გეტყვით, ნებისმიერი კონფიგურაციითაც კი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს აუცილებლად წააგებს და აუცილებლად ჩამოსცილდება ხელისუფლებას. ჩვენ გვჭირდება პრინციპულობა, ძალიან მყარი პოზიციები და ერთიანობა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – აცხადებს ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებისადმი სრულიად ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა აღემატება მის მხარდაჭერას და სწორედ ამან ჩააგდო ის პანიკაში – სამნიძე