ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა აღემატება მის მხარდაჭერას და სწორედ ამან ჩააგდო ის პანიკაში – სამნიძე

ბიძინა ივანიშვილმა კარგად დაინახა, რომ მას არავითარი მხარდაჭერა არ აქვს. ეს მხარდაჭერა იკლებს, „ოცნება“ ყოველდღიურად კარგავს ნდობას – აასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ კვლევის შედეგებს.

როგორც ცნობილია, არა IRI-ს, არამედ შიდა კვლევების საფუძველზე „ქართულ ოცნებას” ეს ინფორმაცია ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილმა კარგად დაინახა, რომ მას არავითარი მხარდაჭერა არ აქვს. ეს მხარდაჭერა იკლებს, „ოცნება“ ყოველდღიურად კარგავს ნდობას. ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა აღემატება მის მხარდაჭერას და სწორედ ამან ჩააგდო ის პანიკაში, უკან წაიღო დანაპირები და არ შეასრულა პროპორციული არჩევნების თაობაზე გაკეთებული ძალიან სერიოზული დაპირება, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე : ივანიშვილს ჰქონდა კვლევის შედეგები და აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი
შემდეგი სტატიანოდარ რუხაძე : პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ბრძოლის ბოლო ფაზაში ვართ, დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი