ხათუნა სამნიძე: დღეს ვწერთ და ვარეგისტრირებთ ჩვენს განცხადებებს, რადგან დღეს გაიხსნა თარიღი მანდატის დათმობასთან დაკავშირებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2020 14:14

ხათუნა სამნიძე: დღეს ვწერთ და ვარეგისტრირებთ ჩვენს განცხადებებს, რადგან დღეს გაიხსნა თარიღი მანდატის დათმობასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანი

  • ხათუნა სამნიძე: ჩვენს ბლოკში ყველა შეთანხმებული ვართ, რომ დღეს ვწერთ და ვარეგისტრირებთ ჩვენს განცხადებებს, რადგან დღეს გაიხსნა თარიღი მანდატის დათმობასთან დაკავშირებით

სხვა სტატიები

ხელისუფლებას უკვე ძალიან მცირე დრო აქვს, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადების შეტანა მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის, პირიქით, ხელისუფლებას დაარწმუნებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სერიოზულია.

„ჩვენს ბლოკში ყველა შეთანხმებული ვართ, რომ დღეს ვწერთ და ვარეგისტრირებთ ჩვენს განცხადებებს, რადგან დღეს გაიხსნა თარიღი მანდატის დათმობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებისგან ძალიან ხშირად გვქონდა ასეთი კომენტარი, რომ არ არსებობს, არ გვჯერა, ოპოზიცია ამას არ გააკეთებს, ოპოზიცია შემობრძანდება პარლამენტში. ანუ ხელისუფლების მხრიდან არასერიოზულ დამოკიდებულებას ვხედავდით, რაც მოლაპარაკების პროცესში ქმნიდა დაძაბულობას და განცდას, რომ ეს მოლაპარაკებები არსად არ მიგვიყვანს.

მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, მანდატების დათმობაზე განცხადების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკების შეწყვეტას. პირიქით, ეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიციის განაცხადი ბოიკოტზე და მანდატების ჩაბარებაზე არის სერიოზული. მოლაპარაკებები გრძელდება. ხელისუფლებას უკვე ძალიან მცირე დრო აქვს, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს და სერიოზული ნაბიჯები გადმოდგას. ერთი კვირა მაინც სჭირდება ამ განცხადებების განხილვას და იმედი მაქვს, ეს პერიოდი ვიქნებით იმ ფაზაში, როდესაც ხელისუფლება რეალისტურად შეაფასებს ვითარებას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძის შეფასებით, ხელისუფლებამ მოლაპარაკების არც ერთ ეტაპზე არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება ამ პროცესს და ერთპარტიული პარლამენტის მიღების საფრთხეს ხედავს.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ამ ქვეყანაში ოპოზიცია და ხელისუფლება მედიატორების გარეშე მოლაპარაკებებს ვერ ახერხებს.

„სამწუხაროდ, არც პირველმა სესიამ არ შექმნა ხელისუფლებაში განცხა, დღესაც გვესმის უტიფარი და აგრესიული განცხადებები ოპოზიციის მიმართ, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებაში კომპრომისის მზაობას ვხედავდეთ, ვხედავდეთ მზაობას, რომ მოვილაპარაკოთ. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში, ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ ახერხებენ მოლაპარაკებას მედიატორების გარეშე. ამიტომ მოლაპარაკებებს ჩვენი ფასილიტატორების ჩართულობით და მათი მედიაციით, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვაგრძელებთ ამ მოლაპარაკებების ფაზაში ყოფნას, თუმცა, სამწუხაროა, რომ რამდენჯერმე გადაიდო მეხუთე რაუნდი. მზაობა ოპოზიციაში არსებობს. მზაობა და მოწოდება არსებობს ჩვენი საერთაშორისო ფასილიტატორებისგან. ახლა უკვე ხელისუფლების ჯერია, რომ მან დათქვას თარიღი, დრო და გაგრძელდეს. ველოდებით მეხუთე რაუნდს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2020 14:14

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics