ხათუნა სამნიძე – ირაკლი ჩავლეიშვილმა დატოვა პარტია და არ წარმოადგენს „რესპუბლიკურ პარტიას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელმაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, პარტია დატოვა, რადგან მისი გადაწყვეტილება პარტიის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

„ირაკლი ჩავლეიშვილი არის პარტიის დიდი ხნის წევრი აჭარის ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება და ამის თაობაზე გააკეთა განცხადება, რომ შევიდეს უმაღლეს საბჭოში. როგორც იცით, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილებით, პარტიის არც ერთი მანდატი არ იქნება საკანონმდებლო ორგანოში, როცა ვართ ასეთ ვითარებაში და ბლოკი არ არის წარმოდგენილი. მისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პარტიის გადაწყვეტილებას, ამიტომ მან დატოვა პარტია და ის არ წარმოადგენს „რესპუბლიკურ პარტიას“ უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც შევიდნენ.

„პირიქით, ძალიან გამიკვირდა ირაკლი ჩავლეიშვილისგან ასეთი გადაწყვეტილება. ერთადერთი ადამიანია ახლა, ამ ეტაპზე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის არ წარმოადგენს „რესპუბლიკურ პარტიას“ უმაღლეს საბჭოში“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე: დღეს ვწერთ და ვარეგისტრირებთ ჩვენს განცხადებებს, რადგან დღეს გაიხსნა თარიღი მანდატის დათმობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტია ინიცირებული