ხათუნა სამნიძე : ცესკომ დაკარგა ობიექტური მოთამაშის როლი, რომელი პარტია რამდენ პროცენტს აიღებდა ივანიშვილი წყვეტდა

“ცესკომ დაკარგა ობიექტური მოთამაშის როლი, რომელი პარტია რამდენ პროცენტს აიღებდა ივანიშვილი წყვეტდა,” – ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, გააკეთა.

სამნიძე აცხადებს, რომ “პარლამენტი ნორმალურ მუშაობას ვერ შეძლებს”.

“არის ხიფათი, რომ იქნება ურთიერთმტრობა და დაპირისპირება,”- აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

ხათუნა სამნიძე აქვე ფიქრობს, რომ პატრიოტთა ალიანსი ფსევდოპატრიოტული პარტიაა და ის პარლამენტში “ქართული ოცნების დანამატი იქნება”.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღმასრულებელი და საკანონდმებლო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას რესპუბლიკური პარტია ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

სამნიძე ამბობს, რომ “პარტია გააგრძელებს ბრძოლას და ბოლომდე გაივლის გზა, რომელსაც “გავთავისუფლდეთ” ჰქვია”. აქვე აცხადებს, რომ პარტია არც ლიდერებს, არც წევრებს და არც მხარდამჭერებს არ დაუტოვებია.

რესპუბლიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველოს საგარეო კურსის მიმართულების შეცვლის უფლებას საზოგადოება არავის მიცემს და ამ მიმართულებით ის პრობლემას ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშირუსი დეპუტატი: საქართველომ ამ არჩევნებით პროდასავლურ კურსზე უარი თქვა
შემდეგი სტატიასაოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა