ხათუნა ლაგაზიძის განცხადებებს აბსურდს უწოდებს მისი ყოფილი თანაგუნდელი

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებებს აბსურდს უწოდებს მისი ყოფილი თანაგუნდელი. პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი ირაკლი ყიფიანი ლაგაზიძის პარტიიდან წასვლის მიზეზად საარჩევნო სიას ასახელებს:

“ხათუნას წასვლა უკავშირდება იმ უკმაყოფილებას, რაც გამოიწვია სიაში მისმა არყოფნამ, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ სიის კეთების პროცესი იყო გუნდური პროცესი, სადაც თვითონ ქალბატონი ხათუნაც იყო ჩართული , შესაბამისად ეს განცხადებები აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგდებულია და თუ მსგავსი პრობლემები არსებობდა, შეეძლო სიების გამოქვეყნებამდე ესაუბრა და არა სიების გამოქვეყნების შემდეგ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირადი ინტერესები გაცილებით უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ორგანიზაციის ინტერსები. ჩვენ გუნდში მუშაობს სისტემა, სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში ამ გუნდით, რაც გამოქვეყნდა სიაში, შესვლა მოუტანს სარგებელს ქვეყანას და ეს იყო ჩვენი ფოკუსი და ის განცხადებები რაც ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი ხათუნასგან, ეს იყო ჩვენთვის სიურპრიზი და საწყენია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებს ავრცელებს ადამიანი. ეს რიმ სიმართლეს შეესაბამებოდეს, ის ამ განცხადებებს გააკეთებდა სიების გამოქვეყნებდამდე ” განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 

https://youtu.be/pNFE9–NBBM

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ამ დოკუმენტით ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა
შემდეგი სტატიაკახი კალაძეს სავარაუდოდ ილია ელოშვილი შეცვლის