კახი კალაძეს სავარაუდოდ ილია ელოშვილი შეცვლის

ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კახი კალაძეს სავარაუდოდ ილია ელოშვილი შეცვლის.

ილია ელოშვილი კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო და ამჟამადაც აგრძელებს მუშაობას.

კახი კალაძემ თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეორე ნომერია.

კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის წევრი ვალდებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, თანამდებობა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძის განცხადებებს აბსურდს უწოდებს მისი ყოფილი თანაგუნდელი
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: ხათუნა ლაგაზიძე განაწყენდა, რომ საარჩევნო სიაში არ მოხვდა