ხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლების მთავარი კოზირი ძლიერი ოპოზიციის არარსებობაა

”არჩევნების წინაპერიოდი რომ იყოს, მაშინ ეს პროცესები უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლიდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩავლილია. წინ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები/ თუმცა, არც ისე ახლოს. აპრილი-მაისი რომ იყოს, მაშინ ხელისუფლებას ვერაფერი უშველიდა. ხელისუფლების მთავარი კოზირი არის ის, რომ არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია. შესაბამისად, საპროტესტო ტალღის მეთაურიც არ არსებობს”- აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხათუნა ლაგაზიძე: “ხელისუფლების მთავარი კოზირი ძლიერი ოპოზიციის არარსებობაა”.

“ოპოზიციური ლიდერები არ არიან არ არის ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც საზოგადოების ნდობას იმსახურებებს, არ არის პოლიტიკოსების გუნდი, რომელიც ორი მიმართულებით შეძლებდა მიზნის მიღწევას – ერთი – საზოგადოებაში არსებული საპროტესტო განწყობის ზუსტად გამოყენებასა და სწორად მიმართვას და მეორე – საზოგადოება ვერ ხედავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეძლებდა მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრას. ეს არის დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის არსებითი პრობლემა და ეს არის საზოგადოების პრობლემაც. რომ არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას თუ ვერ აიღებდა, შეავიწროებდა მაინც და საკუთარ თავზე აიღებდა არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ზრუნვას, შექმნილ ვითარებას აუცილებლად მოჰყვებოდა მაღალი ხარისხია საპროტესტო მუხტი”- აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

“ადგილობრივი არჩევნები “ბოლის გამოშვების” მორიგი ეტაპია, მაგრამ აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მივიღებდით, ის რომ ახლოს იყოს, ვიდრე მივიღეთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ძალა არ არის, მე რადიკალურ და რევოლუციურ ცვლილებებს არც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ველოდები. გარეთ ოპოზიცია არ არსებობს – მე ამაზე ჩამოყალიბებული აზრი მაქვს. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მისი რესურსები შეზღუდულია, “ნაციონალურ მოძრაობას” აკლია ის, რაც აქვს პატრიოტთა ალიანსს და პირიქით- აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე თქმით,”ნაციონალურ მოძრაობას” შეიძლება აქვს კვალიფიკაცია, რომ გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლებიც არის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო მიმართულებით.

“სულ მცირე, ამის ილუზიას თუ რეალობას ქმნის ის განვლილი პერიოდი, როდესაც თუნდაც ლარი გაცილებით სტაბილური იყო. მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სერიოზული, გადაულახავი პრობლემა – მის მიმართ ხალხის ნდობა დაკარგულია. პატრიოტთა ალიანში პირიქით არის საქმე – შეიძლება ხალხს გულს ეფონება მათი რიტორიკა, ეროვნული განწყობები, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში ეს ძალა არ ფასდება, როგოც პროფესიონალებით და კვალიფიცირებული ადამიანებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალა და ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა. ალიანსმა შეიძლება მოახერხოს გარკვეული მუხტის მობილიზება, მაგრამ ის ვერ შეძლებს ამ მუხრის გადაზრდას საერთო, საყოველთაო გამარჯვებაში, რადგან ვერ აკმაყოფილებს ზემოთხსენებულ კრიტერიუმს”,- აცხადებს ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტს და მთავრობას მიმართავს
შემდეგი სტატიაფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა