ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ74 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლების მთავარი კოზირი ძლიერი ოპოზიციის არარსებობაა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია