“ხართ თუ არა ინსტრუმენტი გვარამიას ხელში?” – ირაკლი რუხაძე „კურიერის“ ჟურნალისტს თავს დაესხა

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ლონდონში სასამართლოში წაგებული პროცესის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. ირაკლი რუხაძე წყობიდან გამოვიდა და „კურიერის“ ჟურნალისტს თავს დაესხა. მან ჟურნალისტს მიერ დასმულ შეკითხვას, ნიკა გვარამიაზე კრიტიკით უპასუხა.

„გვარამია რომ დამემუქრა, შეგავიწროვებო, ხომ გახსოვთ, გამოვიდა და მოიტყუა, თაღლითიაო, სასამართლოს ეს არ უთქვამს. ეს არის გვარამიას ტყუილი. არ იცით, რომელზე მეკითხებით. თქვენ ხართ ინსტრუმენტი? ნიკა გვარამიას ჰკითხეთ, რამდენი მილიონი ადამიანი შეგვავიწროოს? სალომეს ხმა მისცა 38%-მა, მილიონობით ხალხს შეგვავიწროებს, დაგვპირდა, თქვენ მონაწილეობთ? გვარამია იყო ადეიშვილის მოადგილე. სამასი ათასი ადამიანი გასროკეთ, როცა გვარამია იყო მეორე კაცი პროკურატურაში… ხართ თუ არა ინსტრუმენტი გვარამიას ხელში?“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

რუხაძის გაღიზიანება იმ კითხვამ გამოიწვია, რომელიც ლონდონის სასამართლოში ირაკლი რუხაძის მიერ წაგებულ საქმეს ეხებოდა. კომპანია “სელფორდსა” და ირაკლი რუხაძის დავა, ტელეკომპანია “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მარცხით დასრულდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი რუხაძე, არასანდო საქმიანი პარტნიორია, რომელმაც “სელფორდში” მუშაობის დროს კონფიდენციალური ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა, პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და ძვირადღირებული და მომგებიანი პროექტი მიითვისა.

banner
წინა სტატიაში,,ამ ეტაპზე, პარტიაში არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება”
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავამ “რუსთავი 2”-ის აპარატურა დააზიანა