,,ამ ეტაპზე, პარტიაში არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება”

ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ კითხვის პასუხად განუცხადა.

თუმცა, მისი თქმით, კადრების გადახალისება საჭიროა.

„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე გვჭირდება მომზადება, რომ სათანადო სიით წარვსდგეთ ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მის განმარტებით, მთავარია, რომ კადრები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩნენ.

„გათვალისწინებული იქნება ყველა კრიტერიუმი, მათ შორის, დამსახურება პარტიის წინაშე და დამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც 2012 წელს გამოვიარეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება
შემდეგი სტატია“ხართ თუ არა ინსტრუმენტი გვარამიას ხელში?” – ირაკლი რუხაძე „კურიერის“ ჟურნალისტს თავს დაესხა