ხარკოვში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვზე მიტანილ მორიგ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

თავდასხმა ნემიშლიანის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებზე მოხდა.

რეგიონში კვლავ რთული მდგომარეობაა იზიუმის მიმართულებით, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს, ანადგურებენ ტექნიკას და თანდათანობით გადადიან კონტრშეტევაზე დერგაჩოვის და როგანის მიმართულებით.

უკრაინის გენშტაბის ბოლო ინფორმაციით, რუსეთი აძლიერებს ავიაციას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან, ხოლო დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციას ახდენს.

banner
წინა სტატიაში„სიენენი“ – თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატია“გულგრილები არ ვიქნებით” – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სანქციების მიმართ “ნეიტრალურ ქვეყნებს” აფრთხილებს