“გულგრილები არ ვიქნებით” – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სანქციების მიმართ “ნეიტრალურ ქვეყნებს” აფრთხილებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიმართ ნეიტრალურ დამოკიდებულებას იჩენენ, შესაძლოა, გლობალური იზოლაციის წინაშე აღმოჩნდნენ.

ჯანეტ იელენის თქმით, საჭიროა ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება, რათა შემცირდეს დამოკიდებულება არამოკავშირე ქვეყნებზე.

“ნება მომეცით ვუთხრა რამდენიმე სიტყვა იმ ქვეყნებს, რომლებიც მჟამად ღობეზე სხედან და ალბათ ხედავენ შესაძლებლობას სარგებელი ნახონ რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებით. ასეთი მოტივაცია ახლო მხედველობაა. მოდით გარკვევით ვთქვათ, სანქციების გამცემი ქვეყნების ერთიანი კოალიცია არ იქნება გულგრილი ქმედებების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენ დაწესებულს სანქციებს”, – თქვა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს, რათა პარტნიორებთან ერთად მომავალშიც გააგრძელონ რუსეთის ეკონომიკური, ფინანსური და სტრატეგიული იზოლაცია.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ჩინეთს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი “განსაკუთრებული ურთიერთობა” რუსეთთან, რათა დაარწმუნოს ის ომის დასრულებაში. მისი თქმით, თუ ჩინეთი დასავლეთს არ დაეხმარება ომის დასრულებაში, ის დაკარგავს მის პოზიციას მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაშიხარკოვში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა
შემდეგი სტატიარუსეთი – თუ დივერსიის მცდელობები გაგრძელდება, კიევში გადაწყვეტილების ცენტრებს დავარტყამთ