ხარკოვში დაბომბვას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

26 აპრილს ხარკოვის დაბომბვისას, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ინფორმაციას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი Telegram-ში ავრცელებს.

მისი განცხადებით, ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არსებული მონაცემებით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან, მძიმეა ორი ადამიანის მდგომარეობა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და დარჩნენ თავშესაფრებში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიადავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს