ხარკოვის ზოოპარკიდან ევაკუაციისას, რუსებმა 15 წლის მოხალისე მოკლეს

ხარკოვის ზოოპარკიდან აფრიკული კამეჩების ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ინფორმაცია ზოოპარკის მფლობელმა, ოლეკსანდრ ფელდმანმა გაავრცელა.

ამბობს, რომ სროლის შედეგად მძიმედ დაზიანდა ორი ადამიანი: “ექიმები მათ გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და კვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭი ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება”.

banner
წინა სტატიაშიდასავლური იარაღი ხელს ვერ შეუშლის რუსეთს “სპეციალური ოპერაციის” წარმატებით დასრულებაში – პესკოვი
შემდეგი სტატიაგვარამია სააკაშვილის საქმის პროკურორებსა და მოსამართლეს – ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება და რამე მოუვიდეს, სამივენი იქნებით თანამონაწილეები – რას აკეთებთ და სად მიდიხართ მერე?