დასავლური იარაღი ხელს ვერ შეუშლის რუსეთს “სპეციალური ოპერაციის” წარმატებით დასრულებაში – პესკოვი

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ნატოს სადაზვერვო და შეიარაღებული ძალების დახმარება, რუსეთს “სპეციალური ოპერაციის” წარმატებით დასრულებაში ხელს ვერ შეუშლის.

მისი თქმით, უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან გაცემული დახმარება, ხელს არ უწყობს “სპეციალური ოპერაციის” სწრაფ დასრულებას.

“ჩვენმა სამხედროებმა კარგად იციან, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და მთლიანად ნატო მუდმივად გადასცემენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა დახმარებას. დახმარებას, რომელსაც აღნიშნული ქვეყნები და ალიანსი უგზავნიან უკრაინას, ეს არის ქმედება, რომელიც არ უწყობს ხელს “სპეციალური ოპერაციის” სწრაფ დასრულებას, მაგრამ ვერ შეუშლის ხელს მიზნის მიღწევას”, – ამბობს პესკოვი.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, რომ ეს ოპერაცია გაჭიანურდა – ლუკაშენკო
შემდეგი სტატიახარკოვის ზოოპარკიდან ევაკუაციისას, რუსებმა 15 წლის მოხალისე მოკლეს