ხარკოვის რეგიონში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციების დროს გამოვლინდა 60-ზე მეტი მოღალატე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის გაძლიერებულ კონტრდივერსიულ „წმენდას“ ახორციელებენ.

ხარკოვის რეგიონში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციების დროს გამოვლინდა 60-ზე მეტი მოღალატე, რომლებიც თანამშრომლობდნენ ოკუპანტებთან და ამართლებდნენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას.

დივერსანტებმა, რომელთა შორის იყვნენ ყოფილი სამართალდამცავები ოკუპანტებს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის ჯარების ადგილმდებარეობისა და რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ.

მიღებული მასალები დამპყრობლებმა გამოიყენეს ხარკოვის რეგიონის მასიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისთვის,-წერს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა
შემდეგი სტატიასპეციალურად ბატონი ივანიშვილისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს ვაქვეყნებ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარაა – არახამია