“ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ’ – ‘ლეოგრანდის’ მფლობელი

“სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ” – ეს განცხადება, სასტუმრო “ლეოგრანდის” მფლობელმა ბიზნესმენმა ეროლ ავგერენმა თურქული გამოცემა “ანადოლი”-თან საუბრისას გააკეთა.

გამოცემასთან საუბრისას თურქი ბიზნესმენის ამბობს, რომ იმ დღეს 22 -სართულიანი სასტუმროს პირველი 13 სართული დაკავებული იყო. ყველა დაღუპული სპა-სალონში, მასაჟის ოთახში, აუზში, თურქულ აბანოსა და საუნაში იმყოფებოდა. “სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ. კვამლი სწრაფად გავრცელდა” – აცხადებს სასტუმროს მფლობელი.

თურქი ბიზნესმენი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს გულწრფელად უსამძიმრებს. მისი თქმით, მასმედიის საშუალებები ტრაგიკული ინციდენტის სხვადასახვა ვერსიებს აქვეყნებენ, მათ შორის უსაფუძვლო მტკიცებულებებს აფეთქების შესახებ, რასაც “ლეოგრანდში” ხანძარი მოჰყვა.

სასტუმროს მფლობელის აზრით, ხანძარი შესაძლოა სიგარეტის ნამწვავს გამოეწვია, ან რომელიმე აალებად ნივთიერებას, რომლის გამოც წყლის გამათბობელი სადენები დაიწვა. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე, სასტუმროს ყველა შენობა ტექნიკურმა სპეციალისტებმა შეამოწმეს.

“ხანძარი ვერ გაჩნდებოდა ბუნებრივი მიზეზების გამო. ვენდობი საქართველოს მართლმსაჯულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მომხდარის ჭეშმარიტ მიზეზებს დაადგენს. ამბობენ, რომ ახალგაზრდები ლიფტში დაიღუპნენ, თუმცა ეს ასე არ არის. დაღუპულები არ უპოვიათ ლიფტში, არამედ მის კარებთან სპა-სალონში. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მყისიერად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები მალე გამოაქვეყნებენ წინასწარ განცხადებას” – აცხადებს სასტუმროს მფლობელი.

banner
წინა სტატიაში“უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა“- „ლეოგრანდის“ მფლობელი
შემდეგი სტატიასააკაშვილის პოლიტიკურმა დევნამ შეაკავშირა ისინი – რატიანი