სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი ეროლ ავგორენი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ობიექტი ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა:
„მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. დღეს გლოვის დღეა და მოვინახულებთ მათ ოჯახებს. მადლობას ვუხდი ქართულ პოლიციას და მაშველებს. „ლეოგრანდის“ პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან, დეტალურად ჩვენი ადვოკატები გააკეთებენ დამატებით განმარტებებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა“,- განაცხადა სასტუმრო„ ლეოგრანდის“ მფლობელმა ეროლ ავგორენმა.