მაიამთან ახლოს 12 სართულიანი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა 12 სართულიანი სახლის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად.

მაიამი დეიდის ოლქის კომისარმა სალი ჰეიმანმა “სიენენთან” თქვა, რომ ამ დროისთვის 51 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, მათ 35 პირის გადარჩენა შეძლეს.

კომპლექსი Champlain Towers South-ი 1981 წელს აშენდა. 130 ბინიდან დაახლოებით 80-ში ცხოვრობდნენ. კორპუსი 24 ივნისს ჩამოინგრა. უცნობია რამდენი ადამიანი იყო იმ დროისთვის ბინებში.

ქალაქის მერის ჩარლზ ბერკეტის თქმით, შენობის სახურავზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. უცნობია, მშენებლები მძიმე ტექნიკას იყენებდნენ თუ არა.

მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში
შემდეგი სტატიადაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები!- “გირჩი-მეტი თავისუფლება”