ხანძარი რუსთავში-ცეცხლი ბალახს გაუჩნდა

ხანძარი გაჩნდა რუსთავში მეტალურგიული ქარხნის წყალსაქაჩის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი მინდორზე არსებულ ბალახს გაუჩნდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ცეცხლის კერები სხვადასხვა ადგილს მოედო. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ „საპრეზიდენტო არჩევნები“ ტარდება
შემდეგი სტატიამდინარე ტეხურაში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო