ხანძარი ფონიჭალაში – გარდაცვლილია ასაკოვანი მამაკაცი

ხანძარს ფონიჭალაში ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსთავის გზატკეცილის 127 ნომერში ერთსართულიანი სახლი და მეზობლად მდებარე ორი სახლის სახურავი დაიწვა. გარდაცვლილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თბილისის მერი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. მათი განცხადებით დაზარალებულებს დროებით სასტუმროში განათავსებენ და დახმარებას გაუწევენ.

„სამწუხაროა, ის, რომ ერთი ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად. მოსახლეობას, რომელთა სახლებიც გარშემო დაზიანდა, დავეხმარებით, მათ შევიყვანთ სასტუმროში და დროებით დავაბინავებთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშივასილ მაღლაფერიძემ თანამშრომლები „ძაღლად არ ჩააგდო“
შემდეგი სტატიამკვლელობა გორში – 51 წლის მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს