ვასილ მაღლაფერიძემ თანამშრომლები „ძაღლად არ ჩააგდო“

ნატა ძველიშვილის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძემ თანამშრომლები „ძაღლად არ ჩააგდო“ და მათ, კოალიციის განცხადებით გაიგეს, რომ გადაცემები ჩერდება.

„თურმე იხარჯებოდა არასწორად თანხა, ის ადამიანები, ვის ხელშიც თანხა იხარჯებოდა, ისევ მენეჯმენტში უნდა იყვნენ; ასევე, არანაირი პასუხისმგებლობა ბორდს, რომელიც ბიუჯეტს ამტკიცებდა. ის ადამიანები კი რომლებიც „პლიტაზე“ თბებოდნენ და იყინებოდნენ და ამ უბედური ტექნიკით მაინც მუშაობდნენ, ისევ ისინი დარჩნენ უმუშევრები. ძაღლად არ ჩააგდო გენერალურმა დირექტორმა და კოალიციის განცხადებით გაიგეს რომ გადაცემები ჩერდებოდა“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა.

ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ქმედება ცინიზმია.

„ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი – მათ ჰკითხეს ადამიანებს, რა გიჭირთო, – „პეტლიჩკა არ გვაქვსო“, რაღაც არ გვაქვსო და ამათმა რა ქნეს იცით? გაუშვეს და ამ პრობლემების გრძელი სია გამოაქვეყნეს“, – აღნიშნა ჯანგირაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, 6 თებერვალს ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა.

სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა შეჩერდება.

მაღლაფერიძის თქმით, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გავა და ახალი ეთერი 2018 წლიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტაბლიაშვილი: თუ ბორდი ამ აბსურდულ გეგმას დაეთანხმება, ტელევიზია ადგილობრივ არჩევნებს ვერ გააშუქებს
შემდეგი სტატიახანძარი ფონიჭალაში – გარდაცვლილია ასაკოვანი მამაკაცი