ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანს უახლოვდება

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანს უახლოვდება. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლის ალშია გახვეული ტაძრის სხვა ნაწილებიც. მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე თქმით, სახურავის გადარჩენა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება.

ვრცელდება ცნობა, რომ ადგილზე გაემგზავრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა.

 

 

 

https://youtu.be/XyW2Qh4Iq8w

 

banner
წინა სტატიაშიხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის კოშკი ჩაინგრა (video)
შემდეგი სტატიამაკრონი: სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იწვის ჩვენი ნაწილი