ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის კოშკი ჩაინგრა (video)

ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის კოშკი ჩაინგრა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარიზის მერის მოადგილემ განაცხადა.

ჯერერობით უცნობია, რა გახდა ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი. თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი შესაძლო ტაძარში მიმდინარე სარსტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

https://youtu.be/QYapDrx3NOo

 

banner
წინა სტატიაშიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიახანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანს უახლოვდება