მაკრონი: სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იწვის ჩვენი ნაწილი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემალუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის ყველა კათოლიკეზე და ფრანგზე ფიქრობს და სამწუხაროა საკუთარი ისტორიის ნაწილის გაქრობის ყურება. “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ამ ემოციას მთელი ერი იზიარებს. ჩემი აზრები ყველა კათოლიკესა და ფრანგთანაა. ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამემამულესთვის, ჩემთვისაც სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იწვის ჩვენი ნაწილი” – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ხანძარის გამო მაკრონმა დაგეგმილი ტელემიმართვა გადადო, რომელიც 20. 00 საათზე უნდა შემდგარიყო.

ხანძრის შესახებ ცნობილი 18.50 წუთზე გახდა. პარიზელები დრამატულ ფოტოებს ავრცელებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი შეიძლება იქ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები იყოს. ამ მომენტისათვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. დამწვარია ტაძრის ძირითადი ნაწილი.

 

 

 

https://youtu.be/XyW2Qh4Iq8w

 

 

banner
წინა სტატიაშიხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანს უახლოვდება
შემდეგი სტატიამსოფლიო ლიდერები ცეცხლწაკიდებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამო მწუხარებას გამოთქვამენ