ხანძარი ხახაბოსა და ჯუთაში

ცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული

ხანძარია თუშეთში სოფელ ხახაბოსთან. როგორც პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა განუცხადა, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან მიახლოებას კლდეებსა და მთებზე სავალი ბილიკებით შეეცდებიან.

მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული ჯუთაშიც. ცეცხლი ბალახს მოეკიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო ღონისძიებებში 10 მეხანძრეა ჩართული. ასევე სააგენტოს ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში იჭიდავებენ
შემდეგი სტატიაბათუმობა 2017 ოფიციალურად გაიხსნა