“ხალხს აღარ ვაწუხებ. რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი”

ზაზა სარალიძემ არ იცის ვის მიერაა დღევანდელი აქცია დაგეგმილი. სარალიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავად აქციას არ გეგმავს და მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს.
“აქცია მე არ დამიგეგმავს გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს აღარ ვაწუხებ. აქციას დაგეგმავდა ის, ვისაც სურს სამართლიანობის აღდგენა.მე რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. პარტიებთანაც არასდროს მითანამშრომლია. არასდროს მითქვამს პარტიებისთვის გვერდით დამიდექით-მეთქი. ერთადერთხელ მოვუწოდე და ვითათბირეთ თემაზე, მაგრამ მაინც გვერდზე გავწიე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში კონკრეტული პარტიების ჩარევა საჭიროდ არ ჩავთვალე. რაც შეეხება ხალხს, თუ ვინმეს სურს სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა, გზას არავის ვუკეტავ”, – განაცხადა სარალიძემ.
რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სარალიძე განმარტავს, რომ დიაბეტი აწუხებს,თუმცა ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

“რაც შეეხება შიმშილობას, მე არც მითქვამს, რომ შიმშილობას ვიწყებ-მეთქი. აქ ისეთი პირობები ნამდვილად არ მაქვს,რომ საჭმელ-სასმელი თავზე მეყაროს…დიაბეტი მაქვს, თუმცა ახლა ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს”, – განაცხადა სარალიძემ.
შსს-სთნ აქცია დღეს 19 საათზე, სოციალური ქსელით დაიგეგმა.

banner
წინა სტატიაშიკალანდია და ადვოკატი სასამართლოზე არ მივიდნენ
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე : გახარიას შევხვდები იმ შემთხვევაში, როდესაც კალანდიას დაკავების ბრძანება ეკავება ხელში