ზაზა სარალიძე : გახარიას შევხვდები იმ შემთხვევაში, როდესაც კალანდიას დაკავების ბრძანება ეკავება ხელში

ზორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც მეორე დღეა შსს-სთან გამოხატავს პროტესტს, აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრას არ ითხოვს.
“გიორგი გახარიასთან შეხვედრას არ ვითხოვ. გახარიას, თუ თვითონ უნდა შეხვედრა, ეს არ ვიცი, მაგრამ შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანება ეკავება ხელში კალანდიას დაკავების შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩამოსულა სამინისტროდან ჩემთან”, – აღნიშნა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ გასული ღამე შსს-ს ეზოში გაათენა. მის მხარდასაჭერად დღეს აქცია იმართება, რომელიც სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

banner
წინა სტატიაში“ხალხს აღარ ვაწუხებ. რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი”
შემდეგი სტატიათუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ – დავით ჭიჭინაძე