“ხალხს აღარ უნდა სიღარიბეში, გაჭირვებაში, უიმედობაში და ტყუილში ცხოვრება” – დავით ბაქრაძე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხობის რაიონში იმყოფებოდა. დავით ბაქრაძე სოფელ საჯიჯაოს მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობა პოლიტიკოსს ადგილობრივი პრობლემებზე ესაუბრა და მოქმედი ხელისუფლებით უკმაყოფილება გამოთქვა.

“მთელ საქართველოში და მათ შორის ხობში, მოსახლეობა ითხოვს ცვლილებებს. ხალხს აღარ უნდა სიღარიბეში, გაჭირვებაში, უიმედობაში და ტყუილში ცხოვრება,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა პარტიის წევრებს მანდატები გადასცა.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის პრეზიდენტად გიგა ზედანია დაასახელეს
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ