ამ ხალხმა დაარღვია კანონი – ალექსანდრე ჯეჯლავა შაჰინის სკოლის მოსწავლეების პროტესტს ეხმაურება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეების და მშობლების პროტესტს, რომელიც სასწავლო პროცესის შეწყვეტას მოყვა, გამოეხმაურა. განათლების მინისტრის თქმით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა კანონი დაარღვია, რის გამოც ავტორიზაცია შეუწყდა.

„ავტორიზაციის აღდგენა არ არსებობს ასეთი რამ, ამ ხალხმა დაარღვია კანონი და კანონის შესაბამისად, მათ ჩამოერთვათ ავტორიზაცია. მოსწავლეების უდიდესი ნაწილი გადანაწილებულია სხვადასხვა სკოლაში. ყველა მოსწავლეს აქვს გარანტირებული ეს გადანაწილება და მშობლები, რაც უფრო მალე გადაწყვეტენ, რომ არ შეუშალონ ხელი მათი შვილების შემდგომი ხარისხიანი განათლების მიღებას, მით უკეთესი. ნებისმიერი სკოლა, რომელიც კანონს დაარღვევს, აუცილებლად, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად,“ – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და მშობლები აჭარის მთავრობის სახლის წინ სასწავლო პროცესის გაგრძელებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები წარადგინოს
შემდეგი სტატია“ენმ” სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს