ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წევრები ახალ მიმართვას ავრცელებს. ვიდეო ქართულ ენაზეა. სოფელ დიდაჭარის მცხოვრები ხვიჩა გობაძე თანამემამულეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართვით “მორწმუნეებმა სარგებელი უნდა ნახონ”. გობაძე მიმართვაში აღნიშნავს, რომ “მუსლიმებისთვის ქართველების გვერდით ცხოვრება აკრძალულია.”
ირკვევა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ქართულ ენაზე ახალი ვებგვერდები და ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც სიახლეებს ავრცელებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ვებგვერდების მნახველთა რიცხვი ყოველ წუთს მატულობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღავნელის ნინო გიორგობიანის თქმით, ამ ვიდეოსთან და ე.წ. “ისლამური სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ ვებგვერდებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გიორგობიანი განმარტავს, რომ გამოძიებას მისი პროცედურები აქვს და შესაბამისად დროა საჭირო.
https://www.youtube.com/watch?v=d3sgfP8LMlY&feature=youtu.be