დავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ სუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ჩანს

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წაყენების პროცესი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიმდინარეობდა, სადაც ამჟამად დაკავებული იმყოფება.

ბრალის წაყენების პროცესს ბრალდებულის ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან გამოძიებას “youtube”-ზე გავრცელებული ვიდეოების გარდა, არაფერი აქვს.

ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, საქმე ორტომიანია და მასში, ძირითადად, ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების შედეგებია, რომელიც საგამოძიებო უწყებამ პანკისელების წინააღმდეგ დაიწყო.

დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 328-ე მუხლით დააკავეს, რაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს გულისხმობს. თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას არავითარი შეხება არ ჰქონია “ისლამურ სახელმწიფოსთან”. ნიკოლაიშვილის თქმით, ბორჩაშვილს კავშირი მხოლოდ “სირიის თავისუფალ არმიასთან” ჰქონდა, რომელიც არ მოიაზრება როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშირუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე სპეციალურ განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიახალიფატის ახალი სკანდალური ვიდეო და ქართულად მიმართვა _ “ქართველების გვერდით ცხოვრება აკრძალულია”