სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს

ქობულეთის ტრაგედიის დროს

სასტუმრო არმაზის მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და სიმართლის დადგენაში დახმარებას ითხოვენ. მათ სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონის, ზაზა ართმელაძის გათავისუფლებაც სურთ.

“თუ ვინმე უნდა დააპატიმრონ, ეს ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანიაა” – აცხადებენ სასტუმროს მეპატრონეები.

სასტუმროს ხელმძღვანელობამ შიმშილობა ქობულეთის გამგეობის შენობის წინ დაიწყო. მათ გამგებელი უყურადღებობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი გამგეობას თავშესაფარს სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარს ე.წ. ხასანას სასტუმროში სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიხალიფატის ახალი სკანდალური ვიდეო და ქართულად მიმართვა _ “ქართველების გვერდით ცხოვრება აკრძალულია”
შემდეგი სტატიასუს-ის ინფორმაციით, ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაწყებულია