ხაჯიმბამ და პუტინმა ერთმანეთს შობა-ახალი წელი მიულოცეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთმანეთს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
“აფხაზი ხალხისა და აფხაზეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეშობის წმინდა დღესასწაულს. 2018 წელს აფხაზეთ-რუსული თანამშრომლობა პროდუქტიული იყო და ივსებოდა ახალი შინაარსით, რომელიც აუცილებელია თანამშრომლობისთვის… დარწმუნებული ვარ ორმხრივი ურთიერთობის მომავალი განვითარება, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე იქნება დამყარებული, სრულიად პასუხობს ჩვენი ძმური ხალხების მოლოდინებს და კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებას ემსახურება … რუსეთის მეგობრულ, ძმურ ხალხს სიკეთეს და აყვავებას ვუსურვებ…” – წერია რაულ ხაჯიმბას მისალოც წერილში. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვა, რესპუბლიკის მოსახლეობას კი მშვიდობა და კეთილდღეობა. მან თავის მისალოც წერილში აღნიშნა, რომ რუსეთმა და აფხაზეთმა თანამშრომლობის ათი წელი აღნიშნეს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. პასპორტიზაცია სრულდება