აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. პასპორტიზაცია სრულდება

მომავალი წლის პირველი იანვრიდან აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ვადა ეწურებათ ძველ პასპორტებს. 20 დეკემბრის მონაცემებით ახალი პასპორტის აღებაზე განაცხადი 120 ათასამდე პირს აქვს გაკეთებული, სულ შიდა პასპორტი 140 ათას ადამიანს აქვს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე მომენტისთვის სულ დამზადებულია დაახლოებით ხუთი ათასი პასპორტი. უწყება ავრცელებს, რომ შესაბამისი ორგანოები მუშაობენ სრული დატვირთვით, რომ მომავალი წლიდან პენსიონერებს პრობლემები არ შეექმნათ.
პასპორტიზაციის პროცესში გალის რაიონის მცხოვრებლებზე მხოლოდ ბინადრობის მოწმობები გაიცა.
ოფიციალური თბილისი ე.წ. პასპორტიზაციას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბამ და პუტინმა ერთმანეთს შობა-ახალი წელი მიულოცეს
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინიდან ალკოჰოლის და ტკბილეულის იმპორტი აკრძალა