ყაჩაღობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში სადიკ აბასალის ოჯახს თავს ორი ნიღბიანი დაესხა. 70 წლამდე მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარს სასტიკად სცემეს და სახლიდან ორი ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაიღეს.

„გავიგეთ, რომ სადიკ აბასალი და მისი ცოლი სცემეს. ესენი თურმე ეხვეწებოდნენ, არ გვცემოთო. მამაკაცი საავადმყოფოშია, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს უახლოეს, პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ
შემდეგი სტატიაბეჟან გვაზავას 7 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პატიმრობა შეეფარდა