ბეჟან გვაზავას 7 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პატიმრობა შეეფარდა

ბეჟან გვაზავას 7 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბეჟან გვაზავა დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში. მას დაუსწრებლად შეეფარდა 7 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა

რანდენიმე თვის წინ, ბეჟან გვაზავამ  ცეცხლსასროლი იარაღით ალიკა ლაგვილავას ესროლა. გვაზავა გრიგოლიშის “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი იყო , ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი. ბეჟან გვაზავასა და ალიკა ლაგვილავას შორის დავა მიწის ნაკვეთს უკავშირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა კაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბეჟან გვაზავა დაკავებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა