ხაბეიშვილი: „რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი მომავლის ინტერესებს“

„რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი მომავლის ინტერესებს“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რუსული კანანონთან დაკავშირებით

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „ უმნიშვნელოვანესია მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა და 35 წლის წინ, ამ ერთობამ მოიტანა კონკრეტული შედეგი, რასაც თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთობის შემთხვევაში, შეუძლებელია რაიმე მიზანს ქართველმა ხალხმა ვერ მიაღწიოს. ეს მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი – საქართველოს უკეთესი, ევროპული მომავალი.
შესაბამისად დღევანდელ დღესაც მსჯელობა იქნება საერთო სტრატეგიაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს მომავალს არანაირი პოლიტიკური ნიშანი არ აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობა რა შემთხვევაშიც, მე დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ აუცილებლად საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიკეთო შედეგი დადგება.

ყველას კარგად ესმის ჩვენი ევროპელი, დასავლელი პარტნიორების რეაქცია, რომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ცხადია, ეს დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი მომავლის ინტერესებს.
დიახ, ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის გზაზე შესაძლოა შემაფერხებელი გახდეს ივანიშვილის ხელისუფლება.

ნუ მოატყუებთ საზოგადოებას, ეს კანონი სადაც მოქმედებს, მოქმედებს მტრული, ამ შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ შორის გიყვართ ხოლმე, ამერიკული კანონის მოშველიება და ა.შ.
ნუ ატყუებთ ხალხს, ნუ იქნებით თანამონაწილე იმის, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე არის პრობლემა. ნუ იქნებით ამის თანამონაწილე, ნუ მოატყუებთ საზოგადოებას.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაარ შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი-გაერო რუსულ კანონზე