ლევან ხაბეიშვილი მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება

„ეს იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო იმაზე, რომ შესაძლოა მთავრობის წევრები დასანქცირდნენ“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „ეს იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო იმაზე, რომ დიახ, შესაძლოა – ამ შემთხვევაში მთავრობის წევრები , უმრავლესობის წევრები დასანქცირდნენ. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის გამოსავალი ვერ იქნება.
გამოსავალი არის, რომ ეს კანონი არ მიიღონ, გამოსავალია, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ.
უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლებამ ახლაც რომ წაიღოს უკან ეს კანონი, თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, 2 თვეში შესაძლოა ისევ შემოიტანონ. ამ ხელისუფლების პირობებში, რაიმეს გარანტი რომ გვქონდეს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმეს არ გააკეთებენ, არ არსებობს.
ამისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ხელისუფლების ცვლილება, რომ სტაბილურად, მშვიდად გავაგრძელოთ განვითარება.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ “ოცნებას” კარგი დღე არ ელოდება… ასეთი ხისტი განცხადება მიანიშნებს, რომ ნაბიჯები განსაკუთრებულად ხისტი უნდა იყოს-ნიკა გვარამია მილერის განცხადებაზე
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: „რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი მომავლის ინტერესებს“