ხაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია და მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობა გარისკა და შეასრულა პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა.

“მინდა დავამშვიდო მდინარაძე, კობახიძე, კუჭავა, ეს მართლა ცირკის წარმომადგენლები… მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. მინდა დავამშვიდო ჩვენი და არა მარტო ჩვენი მომხრეები და ვუთხრა, რომ ის დაპირება, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, საკუთარი ჯანმრთელობის და თავის გაწირვის ხარჯზე შეასრულა. ახლა დარჩენილია ერთი რამ – ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და პასუხი გავცეთ კრიმინალურ ოცნებას”, – თქვა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი – ეს არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო გასროლა