კახა კუჭავა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) წარმომადგენლებს შეხვდა და მათ არჩევნების მონიტორინგში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების შესახებ ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული საარჩევნო ცვლილებები, არჩევნების კიდევ უფრო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

ENEMO ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია, რომელსაც საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე 26 დამკვირვებელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში ეყოლება.

წინა სტატიაშივოლსკი – სააკაშვილის მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ, რომ საზღვარი გადმოკვეთა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია