ხაბეიშვილი: “გენერალ ლებედს, რომელიც რუსულ ტანკებს მოუძღვებოდა, საარჩევნო კამპანია ივანიშვილმა დაუფინანსა”

“გენერალი ლებედი, რომელიც, ფაქტობრივად, წინ მოუძღვებოდა რუსულ ტანკებს – აი ამ ლებედის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი იყო 1998 წელს ბიძინა ივანიშვილი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, როცა საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შემდეგ უკვე გაფორმდა 1991 წელს – არ დაგვავიწყდეს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია. ალექსანდრე კატუსოვი – არის ასეთი პროკურორი, რომელმაც 9 აპრილზე თქვა, რომ ყველაფერი იყო კარგად და ჩვენი გმირები იქით დაადანაშაულა.

ეს კაცი ამ ყველაფრის შემდეგ მუშაობდა ბორის ივანიშვილის ბანკში და იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი. გენერალი ლებედი, რომელიც ფაქტობრივად წინ მოუძღვებოდა რუსულ ტანკებს – აი ამ ლებედის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი იყო 1998 წელს ბიძინა ივანიშვილი… ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს: წადი!, – თქვა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა – პარლამენტთან აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილმა აქციაზე ხელისუფლებას 4 მოთხოვნა წაუყენა და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა