რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა – პარლამენტთან აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები. „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქცია სლოგანით – „ერთად ევროპაში“ 18:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა. იგეგმება სიტყვით გამოსვლები.

ამასთან, როგორც ცნობილია რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: “გენერალ ლებედს, რომელიც რუსულ ტანკებს მოუძღვებოდა, საარჩევნო კამპანია ივანიშვილმა დაუფინანსა”