ხაბეიშვილი – აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, თუმცა კანონის ფარგლებში

ეს არ იქნება აქციები-აქციებისთვის, მოხდება გზების გადაკეტვა და საჯარო დაწესებულებების პიკეტირება, რაც კანონით გათვალისწინებულია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თავისუფლების მოედანზე მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების მიერ აქციის გამართვა იგეგმება.

ხაბეიშვილის თქმით, აპირებენ მმართველი გუნდის წევრების მიტაცებული კაბინეტებიდან გამოყრას და პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლას, ასევე ემზადებიან წინააღმდეგობრივი მოძრაობისთვის, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად მოიტანს შედეგს.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, თუმცა კანონის ფარგლებში და მხოლოდ კანონით მინიჭებულ ქმედებებს განვახორციელებს. ეს არ იქნება აქციები-აქციებისთვის, იქნება მათ შორის გზების გადაკეტვა და საჯარო დაწესებულებების პიკეტირება, რაც კანონით გათვალისწინებულია. ვაპირებთ მათი მიტაცებული კაბინეტებიდან გამოყრას და პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლას, დარწმუნებული ვარ, დღეს ათიათასობით ადამიანი მოიყრის თავს თავისუფლების მოედანზე. ვემზადებით მასშტაბური აქციებისთვის, წინააღმდეგობრივი მოძრაობებისთვის და საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-სთან 4 აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიაგორში “ოცნების” ყოფილმა აქტივისტმა ბენზინი გადაისხა